მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის უფლებადამცველები იმ ადამიანების დასჯას ითხოვენ, ვინც სამედიცინო დოკუმენტაცია შეადგინა.

ოჯახის ადვოკატის ნინო ამაღლებულის თქმით, ბრალი დამატებით კვალიფიკაციით არის წარსადგენი, რაც სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებას გულისხმობს.

“ბრალია წარსადგენი კიდევ დამატებით სხვა კვალიფიკაციით, როგორიც არის სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელსაც კონკრეტული მოწმეები ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებშიც. რადგან დოკუმენტაცია გაყალბდა, შესაბამისად აღნიშნული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დგება, დოკუმენტაცია, ბრალდების წარდგენა, არც ერთი კუთხით არ მუშაობს პროკურატურა და პრაქტიკულად გაჩერებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ დასკვნის მოლოდინში,” – აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ნინო ამაღლობელი.

შეგახსენებთ, 27 წლის ახალციხელი მედდა კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ ,კომაში ჩავარდა და 19 მარტს გარდაიცვალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button