მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ორივე ახალი პაციენტი რუსეთის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია. ისინი ცხინვალში ვოლგოგრადიდან დაბრუნდნენ.

დე ფაქტო ხელისუფლებას მაისის დასაწყისიდან სულ კორონავირუსის 68 შემთხვევა აქვს დადასტურებული. მათგან 34 გამოჯანმრთელდა. პრაქტიკულად, ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამჟამად მეთვალყურეობის ქვეშაა 268 პირი. დე ფაქტო მთავრობამ რუსეთს ტესტების ახალი პარტიის შეძენაში დახმარება თხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button