მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

დაჭრა რუსთავში

ახალგაზრდა მამაკაცი, მძიმე დაზიანებებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მდგომარეობა, მისი მთავარი ექიმის განმარტებით, სტაბილურია. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით, უცნობია.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის თავდაპირველი დაპირისპირება შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე პარკში დაიწყო, შემდეგ კი, ეს ყოველივე ქუჩაში გაგრძელდა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ახალგაზრდები სავარაუდოდ, ალკოჰოლური მოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button