მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია დაგეგმეს აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც 5 ივლისის ძალადობის მსხვერპლი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
ლექსო ლაშქარავა თავსხმასმის მსხვერპლი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა. მას სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი და ოპერაცია დასჭირდა.
აქციის ორგნიზატორების მოთხოვნაა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა, ფაქტი დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით გამოიძიონ და მოხდეს ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსოს თავს დაესხნენ.