კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში ორი ადამიანი დაჭრეს

თელავში ორი ადამიანი დაჭრეს, შემთხვევა, ალაზნის გამზირზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 25 წლამდე ასაკის მამაკაცმა, თავდაპირველად, მეგობარ ქალზე ფიზიკურად იძალადა. მოგვიანებით კი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ორი ადგილობრივი მცხოვრები, ცივი იარაღით დაჭრა

დაჭრილები, რომლებიც ძმები არიან, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, . მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სავარაუდო დამნაშავე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაკავებული და წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

მას ბრალს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე წაუყენებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button