მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მედია თავდასხმის ობიექტია”-მდუმარე აქცია ბათუმში

“მედია თავდასხმის ობიექტია” – ამ წარწერით და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ფოტოებით ბათუმში მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები მდუმარე აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელიც ბათუმში იმყოფება, გააგებინონ, თუ რა პირობებში მუშაობენ საქართველოში მედიის წარმომადგენლები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 18 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button