სპორტი

ქუთაისის „ტორპედოსთვის“ აუქციონი გაიმართება. გუნდი სამმა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება უკვე დაიიწყო და კლუბს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, მალე შეკრება იგეგმება და ხელმძღვანელობა აპირებს, რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა ჩანიშნოს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ტორპედო სამმა ფეხბურთელმა დატოვა. მიხაილ რადჩენკოს, მუროდჯონ ტუიჩიბაევს და ზაურ გოგუაძეს კლუბის ადმინისტრაცია მადლობას უხდის გუნდის წარმატებებში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ კარიერაში წინსვლას უსურვებს.

ცნობილია, რომ საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და კომპანია „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად კომპანია გუნდს დაასპონსორებს. ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ ქუთაისის „ტორპედო“კომპანია „ნიუ ვიჟენითვის“ არ გადაუციათ. გუნდის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით მალე აუქციონი გაიმართება, რომელშიც კომპანია „ალიანს ჯგუფ ჰოლფდინგიც“ მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი პოსტები

Back to top button