მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
უკრაინაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/07/ავიაკატასტროფა.jpg)
უკრაინის დასავლეთ ნაწილში, მცირე ზომის სპორტული თვითმფრინავის ავიაკატასტროფას, ერთი მფრინავისა და 3 მგზავრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის პოლიციის ცნობით, კომპანია Aerospool WT10 Advantic-ის კუთვნილი თვითმფრინავი, კატასტროფის შემდეგ 28 ივლისს ივანო-ფრანკოვსკის ოლქში მდებარე სოფელ შეპაროვციში მდებარე სახლს შეეჯახა.
უკრაინის ებრაელთა გაერთიანებული სათვისტომოს ცნობით, ყველა დაღუპული მგზავრი აშშ-ის მოქალაქე, ხასიდი ებრაელია.