მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„რეკომენდაცია გვქონდა არამხოლოდ შეზღუდვებთან, არამედ აცრების გაფართოებასთან დაკავშირებით“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ ფესტივალების გაუქმება ნამდვილად იყო მათი რეკომენდაცია. ამასთან, კიდევ ბევრი რეკომენდაციაა, რომლის თქმაც ღია ეთერში არ სურთ.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეკომენდაციები გასცა.

„საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა არამხოლოდ შეზღუდვებთან, არამედ აცრების გაფართოებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ჩვენი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. საბჭომ ამასთან დაკავშირებით სამინისტროს დავალება მისცა, რომ უნდა შემუშავდეს რამდენიმე სცენარის ვერსია, რომელსაც სამშაბათს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. ამიტომაც, წინასწარ ვერაფერს დავაანონსებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია, სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button