მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ – ღარიბაშვილი

ვაქცინების ფონზე აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა და არ შევაჩერებთ ეკონომიკას, ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში 3 მილიონი აცრის ჩატარება.

“ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

5 აგვისტოს მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი. ბოლო 24 საათში 20 845 აცრა ჩატარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button