ჯორჯ კლუნის რომანტიკული უიკენდი იბიცაზე [Photo/Video]
ვენეციაში ქორწინების წლისთავზე, ჯორჯ კლუნიმ და მისმა მეუღლემ ამალმა, იბიცაზე ნამდვილი „თაფლობის უიკენდი“ მოაწყვეს.
ჰოლივუდის ვარკვლავი კუნძულზე მარტო დასასვენებლად არ ჩავიდა. მან, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის მეუღლესთან ერთად, ახალი ბიზნეს-პროექტი – Casamigos Tequila (ტეკილა) წარადგინა.
კომპანია ესპანურ კუნძულზე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და ადგილობრივ სასტუმრო Ushuaïa Ibiza Beach Hotel-ში მხიარული საღამო მოაწყო.
49 წლის სინდი კროუფორდი Bottega Veneta-ს შავი კაბა ეცვა, ხოლო ამალ კლუნი, Vionnet-ის მინი-კაბაში და Dior-ის ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.
სინდი კროუფორდისა და მისი მეუღლის – რენდი გერბერის რომანტიკური კოცნის დროს, უკანა პლანზე ჯორჯ კლუნი გამოჩნდა და ეს კადრი, სოციალურ ქსელებში, ყველაზე მოწონებადი და ტირაჟირებული გახდა.
ჯორჯ ტიმოთი კლუნი (ინგლ. George Clooneyდ. 6 მაისი, 1961) — „ოსკარის“მფლობელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარის ავტორი; სატელევიზიო დრამა „სასწრაფო“-ს (1994-99) წამყვანი მსახიობი.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”16600″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]