მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს პირველი მედალი [Video/Photo]

48558958428 აგვისტოს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბექა ღვინიაშვილი ვაზარ-იპონით დაამარცხა.

ევროპის ორგზის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ევროპული თამაშების ფინალისტმა ლიპარტელიანმა ტურნირის 1/4-ფინალში ბრძოლა სამხრეთკორეელ ხან დონგ გვაკთან დათმო და შემდეგ სანუგეშო ტურნირში გერმანელ აარონ ჰილდერბრანდს აჯობა. საწყის შეხვედრებში მან არაბული საემიროების წარმომადგენელ მიხაელ მარკიტანის, ამერიკელ იაკობ ლარსენს, ფრანგ ალეხანდრე იდირს სუფთად მოუგო.

თანამემამულესთან შეხვედრამდე ღვინიაშვილი ნახევარფინალში რუს კირილ დენისოვთან დამარცხდა. იქამდე ბექამ სუფთად უკრაინელ ქუანჯოუ ნჰაბალის, პოლონელ პატრიკ ციემოჩსკის და სერბ ალექსანდერ კუკოლჟს აჯობა. მეოთხედფინალში კი იაპონელ მაშუ ბაკერს გაუმკლავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button