სპორტი
გიგა ჭიკაძე მსოფლიო რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა
ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა გიგა ჭიკაძემ ნოკაუტით მოიგო.
ბრაზილიელი ედსონ ბარბოზას დამარცხებით 33 წლის ჭიკაძემ ქვემსუბუქი კატეგორიის UFC-ს რეიტინგში მეათედან მერვე საფეხურზე გადაინაცვლა.
ქართველი მებრძოლს არსებულ ღონისძიებაში უკვე ზდიზედ შვიდი გამარჯვება აქვს დაგროვილი, საიდანაც ბოლო 3 ორთაბრძოლა მან ნოკაუტით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ გიგამ მომდევნო ჩხუბში წონის რეიტინგის ლიდერი მაქს ჰოლოვეი გამოიწვია. ამ წონის მოქმედი ჩემპიონი და ქამრის მფლობელი კი ალექსანდერ ვოლკანოვსკია.