საკადრო ცვლილებები მთავრობაში
თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა. რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თუ სად გააგრძელებს მუშაობას თამარ ბერუჩაშვილი, ამას ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადაწყვეტს.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.