სპორტი

ჟოზე მოურინიოს მე-1000 მატჩი და „რომას“ 5 მოგება სეზონის სტარტზე

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში „რომამ“ „სასუილო“ მიიღო და 2:1 სძლია. „სტადიო ოლიმპიკის“ სტადიონზე, გამარჯვების გოლი სტეფან ელ შაარავიმ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა.

პორტუგალიელი სპაციალისტისთვის ეს იყო მისი სამწვრთნელო კარიერის მე-1000 მატჩი. ბუნებრივია, მოურინიოს მოგება სურდა, რომ საიუბილეო მატჩი დასამახსოვრებლად სასიამოვნო ყოფილიყო.

რომა სერია A-ს 9 ქულით მილანთან და ნაპოლისთან ერთად ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიომ თავის სამწვრთნელო კარიერაში სეზონის სტარტზე პირველად მოიგო ხუთიდან ხუთივე მატჩი.

იტალიის ჩემპიონატის გარდა, კონფერენსლიგის პლეი ოფში ორჯერ დაამარცხა თურქული „ტრაბზონსპორი“ და სეზონი წარმატებულად დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button