მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

თელავში წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 79 კილომეტრიანი ქსელის მოწყობა, სამი ახალი ჭაბურღილის მშენებლობა და ხუთის რეაბილიტაცია.

კახეთის სახელწმიფო რწმუნებულის ირაკლი შიოშვილის განმარტებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

” პროექტის თანახმად, ახალი რეზერვუარებიც მოეწყობა, სადაც მართვის თანედროვე სისტემას გამოიყენებენ. თბილისის ქუჩაზე, უკვე სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის გამართვის შემდეგ, თელავის უწყვეტი წყალმომარაგების საკითხი გადაწყდება”- განაცხადა შიოშვილმა.

თელავში, წყლის სისტემის ინფრასტრუქტურის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 24 მილიონი ლარით აფინანსებს.

სამუშაოები 15 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

თელავის მოსახლეობას წლებია, სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდება და ადგილობრივები უწყვეტ წყალმომარაგების ითხოვენ.

საპროტესტო აქციები სასმელი წყლის მოთხოვნით პერმანენტულად ტარდებოდა. მოსახლეობას, სხვადასხვა დროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლები ხვდებოდნენ.

წყალმომარაგების მიმართულებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა თელავში, კავკასიონის დასახლებაში, რუსთაველის გამზირსა და სოფელ კურდღელაურშია.

მსგავსი პოსტები

Back to top button