Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში მამაკაცი ემსხვერპლა

162

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – გარდაცვლილია 60 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ ახაშენში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი