კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დაპირისპირება დმანისში-დაჭრილია ოპოზიციის 2 მხარდამჭერი

დმანისში, სოფელ განთიადში ორი ადამიანი დაიჭრა და კიდევ რამდენიმე დაშავდა, გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის, დმანისის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის გიორგი ტატუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას.

არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი. კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ.

“სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი.

ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, “ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები. მივმართავ შესაბამის უწყებებს – ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას”. – ამბობს კახა ოქრიაშვილი

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან” თინა ბოკუჩავა დამნაშავეების დასჯასთან ერთად მოითხოვს, რომ „ქართული ოცნების” კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას. მისი თქმით, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მათთან დაკავშირებული ადამიანები უნდა მოიხსნან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა დმანისში მომხდარ ინციდენტს.

„არასასიამოვნო და შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომელსაც ვღებულობთ. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ის ტრადიციული ფორმა, რომელიც დასაშვებია ცივილიზებულ სახელმწიფოში, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გამოიყენო, ამიტომ, რასაკვირველია, შესაბამისი უწყებები, შს სამინისტრო ამით დაინტერესებულია. ამაზე, რასაკვირველია, ოპერატიულად დაიწყება საგამოძიებო მოქმედებებიც და რეალურად დადგინდება და გაეცემა პასუხი ყველა კითხვას, რომელიც ამასთან დაკავშირებით არსებობს“, – თქვა დეპუტატმა.

დმანისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button