მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
საქართველოში კორონავირუსის დღიური 663 შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი.
ბოლობ 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 2383 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 607 155
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 578 881
- მათ შორის გარდაცვლილი – 8 844
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13 277 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 302 , PCR ტესტით – 5 975
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,99% , ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%
- სულ აცრილია – 1 749 457, დღიურად აცრილია – 6 617
- კარანტინის რეჟიმში – 45
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 569
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 776
მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 232 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 209 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,7 მილიონზე მეტი.