მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში ვიზიტს იწყებს

ნატოს სამხედრო კომიტეტმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა, რომელზეც ნატოს წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარე, ადმირალი ბაუერი შეხვდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს და პრემიერ-მინისტრს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენელთა ოფიციალური ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

საქართველო ნატოს სამხედრო კომიტეტს მეოთხედ მასპინძლობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button