Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით-პენიტენციური სამსახური

151

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია,  რომ ექსპრეზიდენტი საკანში უკვე სარგებლობს ტელევიზორით

უწყების ინფორმაციით, სააკაშვილს საკანში შესვლისთანავე მიეწოდა ლეიბი.

“გაცნობებთ , რომ მსჯავრდებული ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელოვნურად გაჭიანურდა ტელევიზორის მიწოდების პროცესი ტყუილია. განვმარტავთ, რომ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ტელევიზორი შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით და ბარათზე ლიმიტით დაწესებული თანხით დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. სააკაშვილს ორშაბათს დაუმზადდა ბარათი, სადაც დაირიცხა ლიმიტირებული თანხა. სამშაბათს მან დაწესებულების მაღაზიაში აირჩია ტელევიზორი და შეკვეთა გაფორმდა. ამ დროისთვის მის მიერ შეძენილი ტელევიზორით საკანში სარგებლობს.

ტყუილია, ასევე, ის ინფორმაცია, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ლეიბი, დაწესებულებაში შესახლებისთანავე, კანონის შესაბამისად, მას გადაეცა პირადი მოხმარების ნივთები, რომელშიც შედიოდა თეთრეული, ასევე საბანი, ლეიბი და ბალიში. მიხეილ სააკაშვილს დაწესებულების ადმინისტრაციისთვის დამატებითი ლეიბის მოთხოვნის თაობაზე არ მიუმართავს. აქვე განვმარტავთ, სახარებასთან დაკავშირებულ საკითხს”, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ,მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს განცხადება სადაც აღნიშნავდნენ ,რომ მსჯავრდებულს საბანი და ტელევიზორი საკანში ამ დრომდე არ ჰქონდა. მათივე თქმით, ხელისუფლება ყოფითი პირობების გაუარესებით ცდილობს, სააკაშვილს დისკომფორტი შეუქმნას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი