მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კორონავირუსის გამო კახეთში 2 საბავშვო ბაღი დაიკეტა

სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან მეოთხე დღეს, კახეთში ორი საბავშვო ბაღი კორონავირუსის შემთხვევების გამო დაიკეტა. კოვიდ- 19 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა.

თელავის ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ია ლუარსაბიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები აღსაზრდელები არიან და ისინი ერთი ოჯახის წევრები აღმოჩნდნენ.

” ბაღებში პერსონალის თითქმის 70% ვაქცინირებულია, მაგრამ მშობლების დიდი უმრავლესობა, სამწუხაროდ, აუცრელია. ამიტომ გადაწყდა, ორი კვირით ბაღის დაკეტვა, რომ არავაქცინირებულ პირებსა და თავად ბავშვებში, ვირუსის გავრცელება თავიდან ავიცილოთ”- განაცხადა ლუარსაბიშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 4 ოქტომბერს დაიწყო.

ეპიდემიოლოგები ბაღების გახსნის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდნენ, რადგან კახეთის რეგიონში, ბოლო ერთი თვეა, დადებითობის მაჩვენებელი 14 %- ზე ქვემოთ არ ჩამოსულა

მსგავსი პოსტები

Back to top button