სპორტი

მამუკელაშვილის 7 ქულა და მილოუკის გამარჯვება ოკლაჰომასთან

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის მილოუკ ბაქსის რიგები ლიდერებმა გააძლიერეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

სანდრო მამუკელაშვილის ბაქსმა შინ ოკლაჰომა მიიღო და 20 ბურთიანი სხვაობით სძლია.

22 წლის სანდრო მამუკელაშბვილი ამ მატცში სასტარტო შემადგენლობაში არ დამდგარა, თუმცა 20 წუთში 7 ქულის, 2 პასის და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ერთხელ ბურთის დაკარგვა მოასრო და ორჯერ დაჯარიმდა.

მატჩი ანგარიშით: 130:110 დასრულდა და მილოუკ ბაქსმა საჭირო ქულები ჩაიწერა.

მამუკელაშვილის გუნდი პრესსეზონის მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს სტუმრად იუტა ჯაზთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button