„დინამოს“ ახალი დირექტორი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოში” საკადრო ცვლილებების შედეგად, კლუბის დირექტორის პოსტს მიხეილ ხუციშვილი დაიკავებს.

ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

„დინამო“-მდე იგი პრეზიდენტის მრჩევლად სერბულ “ვოივოდინაში” მუშაობდა, შემდეგ გორის “დილაში” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა და ბოლო 4 სეზონი საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონში” მოღვაწეობდა.

მიხეილ ხუციშვილი “დინამოს” რიგებში 1997-98, 1999-00 და 2006-08 წლებში თამაშობდა, ხოლო 2007-08 წლებში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“დინამოს” ყოფილი დირექტორი,ნიკოლოზ ჯღარკავა კი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს და საქმიანობას ფეხბურთის ფედერაციაში გააგრძელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button