Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბაიერნი ჰაალანდის დამატებაზე სერიოზულად ფიქრობს

5

მიუნხენის ბაიერნი ერლინგ ჰაალანდის დამატებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდის ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ზაფხულში კლუბის დატოვებას გადაწყვეტს.

21 წლის ნორვეგიელი გენიოსის ტრანსფერი ბაიერნს დაახლოებით 75 მილიონი ევრო დაუჯდება. ეს კომპენსაციის ის ოდენობაა, რომელიც ერლინგის კონტრაქტში მომავალ ზაფხულს უნდა გააქტიურდეს.

ამის გარდა გერმანულ საფეხბურთო გრანდს 30-დან 40 მილიონ ევრომდე თანხის დამატებაც მოუწევს. ის კი ფეხბურთელის აგენტის მინო რაიოლას საკომისიოა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნორვეგიელი ტალანტი სეზონზე 30 მილიონ ევროს ითხოვს.

მიუხედავად ამისა, ბაიერნის გარდა ჰაალანდის შეძენის მსურველთა შორის სხვა დიდი ევროპული გრანდებიც არიან: მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი ჰაალანდისადმი ინტერესს ღიად აჟღერებენ.

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდში 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და 67 მატჩში 68 გოლი აქვს გატანილი. 21 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონსაც შესანიშნავად ატარებს. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში თავი 11-ჯერ გამოიჩინა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი