მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას კახეთიდანაც უერთდებიან

 

თბილისში რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ” თავისუფლება მიშას” კახეთიდანაც  უერთდებიან.

ავტომანქანებისა  და სამარშუტო ტაქსების კოლონა თელავიდან ცოტა ხანში დაიძვრება.

თელავიდან დაძრულ ავტოკოლონას   სხვა  მუნიციპალიტეტებიდან, გომბორის უღელტეხილზე შეუერთდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, აქცია ხალხმრავალი იქნება.

” ეს იქნება ძალიან ხალხმრავალი აქცია, ასიათასობით ადამიანი გვიერთდება. მოხალისეები გვაკითხავენ, რომლებიც აქამდე ჩვენთან არ გამოჩენილან და აქციაზე წამოსვლის სურვილს გამოხატავენ. იყოს ქართული ოცნება ცოცხებით, ჩვენ ვიქნებით დროშებით”- განაცხადა ბოტკოველმა.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, თბილისში , აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნა და 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისთვის მზადებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button