შეწყალების კომისიის ძველი ამბები პრეზიდენტის ვებგვერდზე

პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი, შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, არასრულ ინფორმაციას ავრცელებს.

გვერდი, რომელიც კომისიის სხდომების ქრონოლოგიას გვაუწყებს, 2015 წლის 17-18 ივლისის შემდეგ არ განახლებულა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ რადიო თბილისთან საუბარში განმარტა, ვებგვერდზე, რომელიც Google-ს საძიებო სისტემის მიხედვით, შეწყალების კომისიის მუშაობის ქრონოლოგიას უნდა იუწყებოდეს, მხოლოდ საარქივო მასალებია განთავსებული და იგი 2015 წლის შემდეგ აღარ განახლებულა; ხოლო კომისიის საქმიანობის ამსახველი ქრონიკა პრესრელიზების სახით ვრცელდება.

მოუსმინეთ ზვიად ქოიძის ხმას

shewyalebis komisiis saiti

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button