მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დღეს კონსილიუმი შეიკრიბება
საქართველოს მესმე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი დღეს შეიკრიბება.სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით,
დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის საკითხი ჯერ არ დგას.
“მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა და არავითარი განსხვავება არ არის. წნევის ცვალებადობა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი, ეს პირდაპირ საშიში არ არის. კონსილიუმზე უნდა გადავწყვიტოთ მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხი,”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის დაკავების შემდეგ შიმშილობს.