მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში საჯარო სკოლების უმრავლესობა დაიკეტა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავში საჯარო სკოლების უმრავლესობა დაიკეტა.

მიზეზი კორონავირუსის ათეულობით შემთხვევები გახდა, რომელიც მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ყოველდღიურად უფიქსირდებოდათ.

დღევანდელი მდგომარეობით, სასწავლო პროცესი მხოლოდ რამდენიმე სკოლაში, ისიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების განახევრებული კონტიგენტით მიმდინარეობს.

უკვე რამდენიმე დღეა, სკოლების ადმინისტრაცია, სწავლების ონლაინ- რეჟიმზე გადასაყვანად, მშობლების ინფორმირებული თანხმობას აგროვებს.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, საჯარო სკოლებს მთლიანად ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანენ. პედაგოგების უდიდესი ნაწილი, კერძო საუბარში უკვე ადასტურებს, რომ შექმნილი ვითარების გამო, საგანმანათლებლო პროგრამები, ფაქტობრივად, ჩავარდნილია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება, მძიმეა, თუმცა სკოლების შესაძლო დაკეტვაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 732, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 279, გურია – 113, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 523, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი – 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

მსგავსი პოსტები

Back to top button