ნაქურჩელას ქოხი და ღომის ქერქი- ორგანიზაცია “დროას” პროტესტი

ორგანიზაცია “დროას” ადგილობრივმა ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან ნაქურჩელას ქოხი (გუნგაშ კარაია. მეგრ.) და ღომის ქერქი (ნახვაწა. მეგრ.) მიიტანა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არის იმის სიმბოლო, თუ რაც ხდება ზუგდიდის მერიაში.
„ნაქურჩელას ქოხი არის ზუგდიდის მერია, „ნახვაწა“ კი ყველას მოგეხსენებათ ვინ არის. ჩვენი მერი არის „ნახვაწა“, რომელიც რა თქმა უნდა მოსახლეობის უმრავლესობას არ აურჩევია და ამით მინდა უთხრა, რომ მუნიციპალიტეტის მერია, როგორც თვითმმართველი ორგანო არ არსებობს“, – აცხადებს სიჭინავა.
მერიის დაცვის თანამშრომლებმა მარიამ სიჭინავას მათი დატოვების საშუალება არ მისცეს და მოუწოდეს დატოვებინა ადმინისტრაციული შენობა.
ცნობისთვის,ზუგდიდის მერი “ქართული ოცნების” კანდიდატი მამუკა წოწერია გახდა.
იგი მანამდე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.