მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბიზნესმენი სანდრო მეგუთნიშვილი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

თელავში მომხდარი სროლის ფაქტზე, პოლიციაში გამოკითხვაზე, ბიზნესმენი სანდრო მეგუთნიშვილი იმყოფებოდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ადგილობრივებსა და შემდეგ პოლიციასთან მომხდარ კონფლიქტში, ბიზნესმენის ძმისშვილი, პოლიციის თანამშრომელი, ალექსანდრე მეგუთნიშვილიც მონაწილეობდა.
ამის გამო, სანდრო მეგუთნიშვილს, რომელსაც ყარაჯალაში, შინაური ცხოველების სასაკლაო აქვს, ადგილობრივებმა, სოფელში ობიექტის დახურვა მოსთხოვეს.
ფაქტით გაბრაზებული ბიზნესმენი, თელავში , კონფლიქტის ერთ- ერთი მონაწილის, ფაზილ ბაირამოვის ავტომაღაზიასთან მივიდა და რამდენიმე გასროლა ჯერ შენობაში, შემდეგ კი, ქუჩაში განახორციელა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა
სანდრო მეგუთნიშვილი ” ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია, მან 2018 წელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ სიძულვილის ბანერების დაფინანსებაში, 50 ათას ლარამდე თანხა დახარჯა.
მმართველი პარტიის მხარდამჭერია, ფაზილ ბაირამოვიც, რომელიც თბილისში ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ აქციაზე მხარდამჭერების ორგანიზებას უწევდა კოორდინაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბიზნესმენი გამოკითხვაზე ნამდვილად იმყოფებოდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button