ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2021/11/ტელევიზიები.jpg)
2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს.
წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს შეადგენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი „ტელეიმედმა“ 5.9 მილიონი ლარის ოდენობით მიიღო, „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2“-მა 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი, ხოლო „ტელეკომპანია პირველმა“ 1.9 ლარის შემოსავალი მიიღო. 1.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა „პოსტივის“, „ფურმულამ“ კი – 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. 0.9 მილიონი ლარის რეკლამა ჰქონდა „სილქნეტს“, „ჯიდიეს თივიმ“ – 0.8 მილიონი ლარის, ხოლო „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 0.6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. „რ.ბ.ჯ“-ის (პირველი გასართობი) სარეკლამო შემოსავალმა 0.2 მილიონი ლარი შეადგინა, სხვა მაუწყებლებზე კი 1.6 მილიონი ლარი გადანაწილდა.
შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.