მნიშვნელოვანისაქართველო

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

📌საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 021 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 75 ადამიანი.

📌ინფექციისგან განიკურნა 3 792 პაციენტი.

📌დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა – 52 033.

📌კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 53 536-ია.

📌გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 5 254 ადამიანი აიცრა.

📌38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 761 067-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.46%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 696 921.

📌პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536 საიდანაც: 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 664, აჭარაში – 575, იმერეთში – 1 429. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 124, იმერეთში – 516. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი, მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 39, იმერეთში – 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 – თბილისში, 278 – აჭარაში. 45 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 53, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 8 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

📌ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 287 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button