ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 25%-ით გაიზარდა

2021 წლის მესამე კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები 22.2%-ით გაიზარდა და 21.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 86.1%-ს პირდაპირი რეკლამა წარმოადგენს. ამის შესახებ “ბიზნესრევიუს” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან აცნობეს. 

 

წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მილიონ ლარს შეადგენს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები. ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი ტელეიმედმა 5.9 მილიონი ლარის ოდენობით მიიღო, „მთავარი არხის“ სარეკლამო შემოსავალმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, „რუსთავი 2“-მა 2.4 მილიონი ლარის შემოსავალი, ხოლო „ტელეკომპანია პირველმა“ 1.9 ლარის შემოსავალი მიიღო. 1.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა პოსტივისფურმულამ“ კი – 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. 0.9 მილიონი ლარის რეკლამა ჰქონდა „სილქნეტს“ჯიდიეს თივიმ“ – 0.8 მილიონი ლარის, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელს“ 0.6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი ჰქონდა. „რ.ბ.ჯ-ის (პირველი გასართობი) სარეკლამო შემოსავალმა 0.2 მილიონი ლარი შეადგინა, სხვა მაუწყებლებზე კი 1.6 მილიონი ლარი გადანაწილდა.

 

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები პირდაპირ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოფინგს მოიცავს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button