სპორტი
ხავიმ ბარსელონაში წესები გაამკაცრა

ბარსელონას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ხავიმ,გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა და ფეხბურთელებს და კლუბის ადმინისტრაციას საკუთარი შინაგანაწესი გააცნო
როგორც ცნობილი გახდა,პირველ ვარჯიშს კამპ-ნოუზე,ბარსელონას ხელმძღვანელობაც დაესწრო.
ახალი დამრიგებლის ინიციატივით მოთამაშეები ვარჯიშზე საათნახევრით ,ხოლო სამწვრთნელო შტაბის წევრები კი 2 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ.
ასევე,ახალმა თავკაცმა სავალდებულო გახადა ფეხბურთელების, დიეტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ კვება,რაც მისი თქმით,ტრავმების ალბათობას შეამცირებს.
ხავიმ მოთამაშეთა დაჯარიმების სისტემა განაახლა, რაც ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს შეჩერებული იყო.
ბარსელონას მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებს მოუწოდებს, საკუთარ იმიჯზე იმუშაონ და ყველასთვის მისაბაძი იყვნენ.