ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკამსოფლიოსიახლეები

ნიუ-იორკის მხარდასაჭერად კრიპტოვალუტა შეიქმნა

ღია პლატფორმამ CityCoins წარმოადგინა კრიპტოვალუტა NYCCoin, რომელიც ამერიკის უმსხვილესი მეგაპოლისის ნიუ-იორკის მხარდასაჭერად შეიქმნა. განცხადების მიღება მაინინგზე ოთხშაბათს გაიხსნა, თავად „მოპოვების“ პროცესი კი ახლა იწყება.

„NYCCoin-ის მაინინგი აქტივირებული იყო ბლოკში 37449. მაინინგის სტარტი დაიწყება 24-საათიანი პერიოდის ამოწურვისთანავე“, – ნათქვამია პლატფორმის Twitter-ის გვერდზე.

პლატფორმა საშუალებას იძლევა დაგროვდეს ტოკენები, რომელთა კონვერტირება შემდგომში შესაძლებელი იქნება ბიტკოინებში Stacks ტექნოლოგიის დახმარებით. მაინერებს მიეწოდებათ მოპოვებული კრიპტოვალუტის 70%, დანარცენი 30% კი გადამისამართდება ქალაქის კრიპტო ფონდში, რომლის გადაცვლა შემდეგ დოლარებში იქნება შესაძლებელი ქალაქის ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში. შედეგად ნიუ-იორკის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ საკუთარი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქალაქის კრიპტოქონებაში. აღნიშნული ტექნოლოგია უკვე მუშაობს მაიამიში, სადაც მაინინგი გახსნილია აგვისტოდოდან მოყოლებული.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის ახალარჩეული მერი, ერიკ ადამსი ამბობს, რომ სკოლებში კრიპტოვალუტა და მისი ტექნოლოგია უნდა ისწავლებოდეს. ის პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც იანვარში მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქალაქს კრიპტო-მეგობრულად აქცევს.

“ბიტკოინი ნიშნავს საქონლისა და მომსახურების გადახდის ახალ გზას მთელ მსოფლიოში. და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ – გავხსნათ ჩვენი სკოლები, რათა ვასწავლოთ ტექნოლოგია და ვასწავლოთ ახალი აზროვნება”,- ამბობს ადამსი.

კითხვაზე, წაახალისებს თუ არა ის ნიუ-იორკის ბიზნესებს, დაუშვან ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტაში გახადა, 61 წლის დემოკრატმა უპასუხა, რომ დააკვირდება და გადაწყვეტილებებს ფრთხილად მიიღებს, რადგან შეცდომის დაშვება არ სურს.

ახალარჩეულმა მერმა გასულ კვირას თქვა, რომ პირველ სამ ხელფასს ბიტკოინში აიღებს. მას სურს, რომ ქალაქი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის მიმზიდველი იყოს და ნიუ-იორკს მაიამის მსგავსი მონეტა ჰქონდეს. 2 ნოემბერს, მერად არჩევის შემდეგ მან Bloomberg Radio-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ “მეგობრული კონკურენცია” ექნება მაიამის მერთან, ფრენსის სუარესთან, რომელმაც პირველმა შექმნა CityCoin კრიპტოვალუტა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button