ევროკავშირში კოვიდსერტიფიკატებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ

ევროკავშირში დღეს საქართველოს, მოლდოვასა და სერბეთისთვის კოვიდსერტიფიკატებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
“გვაქვს კარგი სიახლე კოვიდკრიზისთან გამკლავების კუთხით – დღეს იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასა და სერბეთისთვის კოვიდ სერტიფიკატებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ მოგზაურობა ბევრად გამარტივდება მათი მოქალაქეებისათვის,” – განაცხადა ვარჰეიმ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ევროპის დედაქალაქში ამავე პროექტში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.
ცნობილია, რომ ოქტომბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა ჩეხეთმა ინდივიდუალურად აღიარა საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი.