მნიშვნელოვანისიახლეები
საპროტესტო აქცია ორბელიანების სასახლესთან

საპროტესტო აქცია-მსვლელობის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან, პრეზიდენტს ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან.
მათი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილს ეკისრება.
ადგილზე სიტყვით გამოსვლებია და სამოქალაქო აქტივისტების მიმართვის ადრესატი, სალომე ზურაბიშვილია.
მიზეზი, რატომაც ისინი ორბელიანების სასახლესთან გაჩერდნენ პრეზიდენტის პოზიცია და მისი პოლიტიკური განცხადებებია.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თავის განცხადებებით რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს და აზიანებს საქართველოს
სასახლესთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.