სპორტი

სიჭინავას პირველი გოლი სეზონზე,უკრაინის პრემიერლიგაში

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში “კოლოს კოვალივკა” “დესნას” დაუპირისპირდა და მინალური ანგარიშით 1:0 სძლია.

კოლოს რიგებში მატჩის ერთადერთი გოლი ქართველმა შემტევმა ნიკა სიჭინავამ გაიტანა

სიჭინავა შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან 56-ე წუთზე ჩაერთო და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სიჭინავასთვის ეს პირველი გოლია მიმდინარე სეზონზე და კლუბისთვის კი პირველი მოგება 5 მატჩიანი წაგებათა სერიის მერე.

ამ დროის მდგომარეობით კოლოს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილს იკავებს.გუნდი მომდევნო შეხვედრას სტუმრად მინაისთან გამართავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button