მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში საცხოვრებელი სახლებიდან იარაღი ამოიღეს

კახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლებიდან იარაღი ამოიღეს.
ხელყუმბარაა ამოღებული საცხოვრებელი სახლიდან თელავში.

“ეფ- 1” ტიპის იარაღი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთ- ერთ ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს.

დეპარტამენტის განმარტებით, ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა.
ხელყუმბარაა ამოღებული ყვარელში, სადაც ჩხრეკა, ასევე მოსამართლის განჩინებით ჩატარდა.
ორი არარეგისტრირებული “ნაგანის” ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანაა ნაპოვნი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ერთ- ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში.
ერთი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, გურჯაანშია ამოღებული.
ოთხივე შემთხვევაზე, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლითაა დაწყებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button