სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა და სტიუარტმა იჩხუბეს.ლეიკერსმა წაგებათა სერია შეწყვიტა

დეტროიტსა და ლეიკერსს შორის მატჩში დაპირისპირება მოხდა.

NBA_ს მორიგ შეხვედრაში,სადაც ლეოკერსმა წაგებათა 3 მატჩიანი სერია შეწყვიტა,ლებრონ ჯეიმსმა მოხსნის დროს აიზეია სტიუარტს სახეში იდაყვი ჩაარტყა.

ბიძგის შედეგად სტიუარტი წაიქცა და სხეული დაისისხლიანა.

მსაჯმა ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევა და მთელმა ამერიკამ ნახა,როგორ მისდევდა გაღიზიანებული სტიუარტი გასახდელში ლებრონ ჯეიმსს.

მოედანზე ისმოდა გამომცხადებლის ხმა,რომელიც გულშემატკივარს მოუწოდებდა, არაფერი ესროლათ მოთამაშეებისთვის.

ამერიკული მედიის ნაწილი შემდეგ წერდა,რომ ლებრონი მეტოქისთვის ბოდიშის მოხდას აპირებდა,მაგრამ სტიუარტი ზედმეტად იყო განრისხებული და ბოდიშის მიღებას არ აპირებდა.

იმის მიუხედავად რომ ამ მატჩის შედეგი სპეციალისტებისთვის მეორეხარისხოვანი გახდა,-მაინც უნდა ითქვას,რომ შეხვედრა ლეოკერსმა 121:116 მოიგო და სამმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button