მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდში ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ქალაქში გაკეთებული ახალი წარწერები წაშალეს

ზუგდიდში ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ქალაქში გაკეთებული ახალი წარწერები წაშალეს.

,,მადლობა, მიშა!” – აღნიშნული წარწერებით იყო აჭრელებული ზუგდიდში ცენტრალური ქუჩების გარდა ,,ქართული ოცნების” ოფისები და ადმინისტრაციული შენობები.
სამოქალაქო აქტივისტებმა ამ აქციით ვარდების რევოლუციის მე-18-ე წლისთავი აღნიშნეს.

“პოლიციამ წარწერების წაშლა სასწრაფო წესით დაიწყო და ყველა მათგანი ახლა თეთრი საღებავით არის გადაღებილი.
რამდენჯერაც ეს სტენსილები გაჩნდებოდა, იმდენჯერ ზუგდიდის პოლიცია ფაქტობრივად, დარბოდა ჩოთქით და ცდილობდა მაქსიმალურად, ეს წარწერები წაეშალა. რამდენიმე აქტივისტი, ვინც ამ სტენსილების წარწერაში იყო ეჭვმიტანილი, დაჯარიმდა, მათ შორის, დავჯარიმდი მეც, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს პოლიციის მცდელობა და როგორც არ უნდა დევნოს ეს სტენსილები, ამ სტენსილების ე.წ. ომი გაგრძელდება ზუგდიდში და ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ყოველ დილით მოუწევს მსგავსი და არა მხოლოდ მსგავსი შინაარსის წარწერების წაიკითხვა, – თქვა ,,ენმ”-ს წევრმა, ანი წითლიძემ

მსგავსი პოსტები

Back to top button