მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ზუგდიდის პოლიციის შენობასთან ხმაური იყო

ზუგდიდის პოლიციის საამართველოს შენობასთან ხმაურია.
ადგილზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბიძინა ივანიშვილის პლაკატი მიიტანეს.
როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული არის საჩუქარი, რადგან პოლიცია ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ასრულებს.
“ოთხი გოგო მივედით ზუგდიდის პოლიციასთან და ეს რაოდენობა პოლიციელები დაგვახვედრეს.
ბიძინას ფოტო მივუტანეთ, როგორც სიმბოლო იმისი რომ ბიძინას დავალების შემსრულებლად იქცა ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია”,-ამბობს პარლამენტარი ანი წითლიძე.
სამართალდამცავებმა მათ შენობიდან 20 მეტრის დაშორებით დადგომისკენ მოუწოდეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.