სპორტი

მაკფადენი და შენგელია ტურის სიმბოლურ ფანჯარაში მოხვდნენ

კალათბურთს საერთაშორისო ასოციაციამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის სიმბოლური ფანჯარა შეადგინა,სადაც საქართველოს ნაკრების 2 მოთამაშე მოხვდა.

პირველი ფანჯრის სასტარტო ხუთეულის რჩეულებში FIBA-მ ეროვნული ნაკრების ნატურალოზებული კალათბურთელი თად მაკფადენი შეიყვანა.

უკრაინასთან შეხვედრაში მაკფადენი საქართველოს ნაკრებში ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე იყო.მან განსაკუთრებით პირველ მეოთხედში ივარგა და საბოლოო ჯამში გუნდს 27 ქულა მოუტანა

ფიბა-მ პირველი სათამაშო ტურის TOP 10 – იც დაასახელა.აქ მეოთხე ადგილზე ეროვნული ნაკრების მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევი ციკლის მეორე ფანჯარაში ილიას ზუროსის გაწვრთნილები 29 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრებიან.

ჯგუფიდან, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 3 ეროვნული ნაკრები გავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button