ჯერარდის “ასტონ ვილამ” ვიეირას “კრისტალ პალასი” დაამარცხა

მას შემდეგ, რაც სტივენ ჯერარდმა პრემიერლიგის კლუბი “ასტონ ვილა” ჩაიბარა,- ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო.
კრისტალ პალასთან გასვლაზე მოპოვებული 3 ქულა მეტად სასიამოვნო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა გუნდის ახალი დამრიგებლისთვის
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვილას თავკაცმა,რომელმაც 2 კვირის წინ ამ პოსტზე დინ სმიტი შეცვალა,- იმის მაგივრად,რომ დიდი დრო წარმატებული სტარტისთვის დაეთმო,- უფრო მეტად მომავალ თამაშზე გაამახვილა ყურადღება.
“ოთხშაბათს მანჩესტერ-სიტი ჩამოდის და წინ დიდი სამუშაო გვაქვს ტიტულოვან გუნდს სათანადოდ უნდა დავხვდეთ”- განაცხადა ჯერარდმა
შეგახსენებთ, რომ ლივერპულის ლეგენდამ და ინგლისის ნაკრების ვეტერანმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს
შოტლანდიაში დაიწყო.ის 2 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა “გლაზგო რეინჯერსს” და საკმაოდ წარმატებულადაც.
ახლა ის მშობლიურ ინგლისშია და ახალი კლუბის გაძლიერებისთვის დიდი ამბიციები აქვს