სპორტი

მორის ყვითელაშვილის ოქრო სოჭის გრან-პრიზე

ქართველი ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი სოჭის ISU-ს გრან-პრის გამარჯვებულია

მოკლე და თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილმა 266,33 ქულა დააგროვა და ოქროს მედალთან ერთად ტურნირის საუკეთესო მოციგურავის სტატუსიც მიიღო.

ფიგურულ სრიალში ეს არის ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის.მსგავსი მნიშვნელობის ჯილდო ხსენებულ სპორტის სახეობაში ქართველმა პირველად მოიგო

ტურნირში 8 ქვეყნის 12 რეიტინგული მოციგურავე იღებდა მონაწილეობას.

მეორე ადგილზე 264,19 ქულით რუსი მოციგურავე მიხაილ კოლაიდა გავიდა.ანალოგიური ქულებით მესამე ადგილის და ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი კაზუკი ტონინო გახდა

მსგავსი პოსტები

Back to top button