მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის მეხუთე მოწვევის საკრებულოში, ენმ-ს წევრებმა, დარბაზი დატოვეს

ხმაური იყო თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, წარმომადგენლობითი ორგანოს ახალი თავმჯდომარის არჩევის გამო, დარბაზი დატოვეს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ბადურ გულიაშვილის განმარტებით, თენგიზ მთვარელიშვილს თავმჯდომარედ არჩევის პირობად, მაჟორიტარული ოლქის მოგება დაუდეს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამტკიცებდა, რომ 10- და 11- ე უბნებზე თავად საარჩევნო კომისიის მიერ გადაღებულ კადრებში, არჩევნების გაყალბების ფაქტები ჩანს.

“ეს კადრები მივიტანეთ საოლქოშიც, პროკურატურაშიც, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა. თავად საოლქომ მიიღო იმ უბნის გახსნის გადაწყვეტილება, სადაც ნაკლები რაოდენობის ბათილი ბიულეტენი იყო, ისათვის რომ ხმების მინიმალური სხვაობა არ შემცირებულიყო. ამიტომ აქ არაფერი ჩატარდება დემოკრატიულად და ჩვენ მივიღეთ საკრებულოს სხდომის დატოვების გადაწყვეტილება”– განაცხადა გულიაშვილმა.

საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, თენგიზ მთვარელიშვილმა ოპოზიციას უპასუხა და სამუშაო რეჟიმში დაბრუნება ურჩია.

” მე მოვუწოდებ დაბრუნდნენ სამუშაო რეჟიმში და ვიმუშაოთ კონსტრუქციულად. არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და ეს, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს. ვისურვებდი, ერთად ვიმუშაოთ მუნიციპლიტეტის განვითარებისათვის”- განაცხადა მთვარელიშვილმა.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულო, მუშაობას დღეიდან შეუდგა.

წარმომადგენლობით ორგანოში, ქართულ ოცნებას 22, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 16, ხოლო გახარიას “საქართველოსთვის” 1 მანდატი აქვს.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button