მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ყარაჯალაში მოხდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და თანამსოფლელმა, ახალგაზრდას ჭრილობები სანადირო თოფიდან მიაყენა.

ხელის და ფეხის არეში დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, დაჭრილი საოპერაციოა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button