მნიშვნელოვანისიახლეები

დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული-პრემიერ-მინისტრი

2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 2022 წელს განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის კი დამატებით 300 მილიონი ლარი გამოიყოფა.

აქვე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ “როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით”- თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო წლებშიც გაიზრდება.

გარდა საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდისა, პრემიერმა ასევე ისაუბრა პენსიონერებისა და ომის ვეტერანებისთვის პენსიისა და დახმარების ზრდაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button