“თანხმობა რთული პროცესია, არავის ეგონოს რომ 2 დღეში დავდებთ მიშელის ახალ დოკუმენტს”
პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, რეგიონულ მედიას უმასპინძლა. შეხვედრაზე რადიო ჰერეთიც იმყოფებოდა.
ზურაბიშვილმა რომლის სიტყვამ დაახლოებით 5 წუთს გასტანა, თქვა რომ რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.
“გრძელი, რთული პროცესია, არავინ არ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ რაღაცა ახალ მიშელის დოკუმენტს, ეს არ არის ამის მიზანი.
მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს.ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიტანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები”, – თქვა ზურაბიშვილმა.
მოისმინეთ ზურაბიშვილის ხმა
ნახეთ ვიდეო
რეგიონული მედიის 50-მდე წარმომადგენელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობას გაეცნო.
მოკლე შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრა. თუმცა, ფორმატიდან გამომდინარე მედიას არ მიეცა დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა.